ტრენინგის მეცხრე დღე
დღევანდელი დღე იყო საინტერესო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი. გავიარეთ მერვე მოდული. ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების ჩასმა, რაც ძალიან მაინტერესებდა. ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები, რაც სასიამოვნო იყო და სტიმულის მიმ ცემი.
დღევანდელი დღე იყო საინტერესო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი. გავიარეთ მერვე მოდული. ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების ჩასმა, რაც ძალიან მაინტერესებდა. ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები, რაც სასიამოვნო იყო და სტიმულის მიმ ცემი.
ტრენინგი
და ვიწყეთ 29 აპრილს. ამ ტრენინგის დიდი მოლოდინი მქონდა, რაც ნამდვილად გამართლდა.
პირველ დღეს ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზნები. გავეცანით პროექტების სწავლების მიზანს.
პრენერმა გაგვაცნო ელექტრონული წიგნი. ვისწავლე წიგნში ნავიგაცია, რაც ჩემთვის სიახლეიყო
და ამვე დროს ძალიან საინტერესოც. ვისწავლე როგორ უნდა მოვინიშნო საჭირო ინფორმაცია
და შევინახო. ასევე გავეცანით რა არის პროექტის პორთფოლიო, შევქმენით პორთფოლიოს საფეხურები. მის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ტრენერი. შევქმენით
ბლოგი, სადაც დავიწყეთ რეფლექსიების წერა. ყოველი ტრენინგის შემდეგ ვწერდით რეფლექსიას,
რაც მეხმარებოდა ნასწავლის გახსენებაში და ცოდნის შეჯამებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი
იყო , ის რომ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, სწორედ პროექტებით სწავლება დამეხმარება
მოსწავლეთათვის ამ უნარების განვითარებაში. პროექტებზე ადრეც მიმუშავია მოსწავლეებთან,
მაგრამ ამ მოდულის სწავლებამ უფრო გამიღრმავა ცოდნა თუ როგორ უნდა გამოვუმუშაოთ მოსწავლეს
კვლევა-ძიების უნარი, როგორ უნდა დავეხმაროთ მას ცოდნის გაღრმავებაში. ჩემთვის უცხო
და ამავე დროს საინტერესო იყო ჩეკლისტების გამოყენება, შეფასების სტრატეგიების გაცნობა.
ძალიან მომეწონა და მისაღებია ბროშურების წინასწარ მომზადება. მშობლებისთვის მისი გაცნობა,
მშობელმა წინასწარ უნდა იცოდეს თავისი როლი ამ პროექტში, რომ შეძლოს საკუთარი შვილისთვის
დახმარების გაწევა. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლელთატის მიმართულების საკვანძო
კითხვების დასმა,თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ეს კითხვები მოსწავლეს დაეხმარება პრეზენტაციის სწორად მომზადებაში. ვისწავლე როგორ
უნდა შეიქმნას მოსწავლის ნამუშევარი, რა მიმართულებები უნდა მივცეთ, რომ შეძლოს დამოუკიდებლად
მუშაობა და კვლევა-ძიების წარმართვა, შეძლოს დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიება.,
ცოდნის გაღრმავება. ამ ტრენინგზე საინტერესო თემა იყო ასევე, საავტორო უფლებების დაცვა.
ამ ტრენინგზე კარგად შევისწავლე პროექტის გეგმის დაწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის განსახორციელებლად. ვისწავლე რა ეტპები უნდა გაიაროს პროექტმა, როგორ უნდა
ჩავრთოთ პროექტში ნიჭიერი, სსმ და არაქართულენოვანი
მოსწავლეები. რა როლი უნდა დავაკისროთ მათ. ვისწავლეთ გუგლის დრაივზე მასალების ატვირთვა.
ძალიან
სასიამოვნო იყო ბლოგზე ერთმანეთისთვის დადებითი კომენტარების გაკეთება, რაც მოტივაციას
გვიმაღლებდა.
ჩემი
აზრით ეს ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული, მაგრამ
ბევრის მომცემი. ამ ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა. მიღებული ცოდნა კი უკვე დავნერგე
ჩემს პრაქტიკააში, რაც ძალიან მიადვილებს მუშაობას და ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი
შედეგების მიღწევაში. ყოველივე ამაში კი დამეხმარა ტრენერი, რომელმაც ასეთი რთული მოდული ძალიან გასაგები
ენით და საინტერესოდ გადმოგვცა.