ტრენინგის პირველი-მეორე დღე
ტრენინგი დავიწყე 29 აპრილს. ამ ტრენინგის დიდი მოლოდინი მქონდა, რადგან დაინტერესებული ვარ პროექტებით სწავლებით. განმიხორციელებია რამდენიმე პროექტი, მაგრამ მინდოდა ცოდნის გაღრმავება.
ამ ტრენინგზე გავეცანი სიახლეებს, კერძოდ ელექტრონულ წიგნს და მის სარჩევს. ძალიან მოსახერხებელია საჭირო ინფორმაციის მონიშვნა. ჩემთვის მისაღებია ის რომ,
მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, როგორ შევიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოივიყენებ კლასში და რომელიც დამეხმარება წავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. გავეცანით პროექტის პორთფოლიოს შექმნის საფეხურებს.
მოდული 1 მოიცავსპროექტებით სწავლებას, რამაც ძალიან დამაინტერესა
თემა: პროექტზე დაფუძნებული სწავლის გაცნობა
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტით და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს ნებისმიერი მოსწავლის პროექტში აქტიურად ჩართვისთვის, მიუხედავად მისი სწავლის სტილისა. პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ხშირად უწევთ ექსპერტებთან და საზოგადოებრივ მოხელეებთან თანამშრომლობა თემის სიღრმისეულად შესასწავლად. პროექტებზე დაფუძნებული სწავლისას გამოიყენება შეფასების მრავალგვარი ფორმები, რათა მოსწავლეებმა მაღალი ხარისხის ნამუშევრები წარმოადგინონ.
პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს შემდეგი უპირატესობა:
- აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება (Thomas, 1998)
- ჩართულობის, საკუთარი თავის
რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა (Thomas, 2000)
- აკადემიური სარგებელი, რაც სხვა
მოდელების სწავლების შედეგებს უტოლდება ან აღემატება, სადაც მოსწავლეები
მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ სწავლის პროცესზე, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მოდელისა (Boaler, 1999; SRI, 2000)
- კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგ. აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა,
თანამშრომლობა, კომუნიკაცია (SRI)
- სხვადასხვა ტიპის სწავლების სტრატეგიების, ფორმების გამოყენება
შესაძლებელს ხდის კულტურულად მრავალფეროვანი სწავლის სტილის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში (
ძირითადი აქტივობები:
• პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
• სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
• თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
• საპროექტო იდეების გენერირება
ძალიან მომეწონა პროექტისთვის საქაღალდეების შექმნა და დალაგება.
განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
ლალი, დღეს ძალიან კრეატიული და აქტიური იყავი. წარმატებები!
ОтветитьУдалить